Accessibility links

site logo site logo

ირანში გაითიშა ატომური ელექტროსადგური


ირანში გამოირთო ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის სამხრეთში, საპორტო ქალაქ ბუშერში მდებარეობს. ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტო მიზეზად ასახელებს „ტექნიკურ გაუმართაობას“ და აცხადებს, რომ ატომური ელექტროსადგური ქსელში ისევ ჩაირთვება უახლოეს რამდენიმე დღეში. სააგენტო არ აკონკრეტებს რამ გამოიწვია ტექნიკური გაუმართაობა.

ირანის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ბუშერის სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები 25 ივნისამდე გაგრძელდება. ატომური ელექტროსადგურის გათიშვა ქვეყნის ენერგომომარაგების შეფერხებას გამოიწვევს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ირანის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა სადგურზე მომხდარი ავარიის შესახებ. რუსეთთან ერთად აშენებული ბუშერის ატომური ელექტროსადგურის პირველი რეაქტორი 2011 წლიდან მუშაობს რუსული წარმოების ურანით. ობიექტს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აკონტროლებს. 2016 წელს რუსულმა და ირანულმა კოპანიებმა დაიწყეს კიდევ ორი რეაქტორის მშენებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG