Accessibility links

site logo site logo

საქართველოში სრულად აცრილია მხოლოდ 3447 ექიმი და 498 ექთანი


20 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია 3447 ექიმი და 498 ექთანი. ვაქცინის ერთი დოზა მიღებული აქვს 6246 ექიმს და 1133 ექთანს.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ოფიციალური მონაცემებით, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელთა რაოდენობა 71 415-ს შეადგენს. ვაქცინაციის გეგმის მიზანი ქვეყნის მედპერსონალის 65%-ის აცრა, ანუ 46 420 სამედიცინო მუშაკის ვაქცინაციაა.

20 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში მედპერსონალის მხოლოდ 5,52%-ია ვაქცინირებული.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, მედპერსონალის ვაქცინაციით დაიწყო. მედპერსონალის ისედაც დაბალი აქტიურობის ფონზე, სიტუაცია გაართულა 19 მარტს, ახალციხელი მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტმა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

23 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებული 242 451 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 87 131 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG