Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვის და როგორ შეეძლება "ასტრაზენეკათი" აცრა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ქვეყანაში შეჩერებულია "ასტრაზენეკათი" აცრა მათთვის, ვისაც ამ ვაქცინის პირველი დოზით აცრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა აცრა შეეძლებათ იმ პირებს, ვისაც პირველი დოზა გაკეთებული აქვთ და პირველი აცრის გაკეთებიდან გასულია 10-დან 12 კვირამდე დრო. მეორე დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. 30 ივნისის შემდეგ "ასტრაზენეკას" ქვეყანაში დარჩენილი მარაგები მობილიზებული იქნება თბილისში მხოლოდ 3 კლინიკაში [რესპუბლიკური, ინფექციური და იაშვილი], მანამდე კი სხვა კლინიკებშიც არის რეგისტრაცია მეორე დოზაზე შესაძლებელი.

"სამწუხაროდ ასტრაზენეკაზე ვერ ვცრით პირველი დოზით მოქალაქეებს და სანამ შემოვა, ვცრით და ავცრით მათ, ვისაც პირველი აცრიდან უსრულდება 10-დან 12 კვირამდე.

დღეს გაიხსნა უკვე ჯავშნის ფანჯარა, რომ მათ, ვინც არ იყვნენ დარეგისტრირებულები ასტრაზენეკას მეორე აცრაზე, დაჯავშნონ აცრა. ასტრაზენეკას ვაქცინით ყველა აცრილს, ვისაც უსრულდებათ 10-12 კვირა, შეეძლებათ რეგისტრაცია შერჩეულ კლინიკებში. თბილისში რეგისტრაცია და აცრები განხორციელდება 30 რიცხვიდან ასტრაზენეკაზე 3 შერჩეულ კლინიკაში: რესპუბლიკურში, ინფექციურსა და იაშვილის კლინიკებში" - თქვა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიგინგზე.

ამირან გამყრელიძემ განმარტა ასევე რომ მათ, ვისაც "ასტრაზენეკას" პირველი დოზა გაკეთებული არ აქვს, ქვეყანა სთავაზობს აცრას სინოვაკით ან სინოფარმით, მათ კი, ვისაც "ასტრაზენეკას" პირველი დოზა გაკეებული აქვთ, სხვა ვაქცინით აცრას არ სთავაზობენ და მათთვის უზრუნველყოფილი იქნება მეორე დოზებით აცრისთვის საჭირო რაოდენობა.

"ამ ეტაპზე ჩვენ ვაქცინებით ჩანაცვლებას არ ვაკეთებთ" - ამბობს ამირან გამყრელიძე.

XS
SM
MD
LG