Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინები არც გამქრალა არც აღმოჩენილა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის არც ერთი დოზა არც დაკარგულა და არც აღმოჩენილა. მან ეს კომენტარი მედიასთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, შესაბამისი კითხვის პასუხად.

„არაფერი არ გამქრალა და არაფერი არ აღმოჩენილა, გიდასტურებთ, მხოლოდ იმას, რომ სამინისტრო სწავლობს ამ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ზოგადად იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა. გიდასტურებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს. დღესაც გახლდნენ ჩვენთანაც პირველად. ხოლო თვითონ აუდიტის სამსახური უკვე რამდენიმე თვეა ჩვენთან სხვადასხვა პროგრამებს სწავლობს, ეს არის ე.წ ყოველწლიური შესწავლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიდასტურებთ, რომ შიდა აუდიტი დილით 10:00 სააათზე პირველად იყო ჩვენთან“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი სიტყვებით თუ აუდიტი რაიმე დანაკლისს ნახავს ამაზე მერე ილაპარაკებს.

მისი განმარტებით საქართველოს "კოვაქსის" პრატფორმიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინა ორჯერ მიეწოდა - 13 მარტს 43 ათას 200, მეორედ ამდენივე აპრილის შუა რიცხვებში და მესამე პარტია უნდა შემოსულიყო ჯერ მაისის შუა რიცხვებში, შემდეგ ის გადაიწია ივნისის დასაწყისზე და შემდეგ უკვე 22 ივნისს უნდა შემოსულიყო.

ამირან გამრელიძის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით გაეროს ბავშვთა ფონდმა ვაქცინის საწარმოდან შესაბამისი დოზები ვერ მიიღო, რამაც საქართველოში მესამე პარტიის შემოსვლა შეაფერხა და წარმოიშვა დეფიციტი 4-დან 5 ათას დოზა ვაქცინამდე.

„შეიქმნა დეფიციტი 30 ივნისამდე პირველ და მეორე დოზაზე ჩაწერილი ადამიანებისთვის, ამ ურგენტული მდგომარეობის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამწუხაროდ, გავუუქნეთ პირველ აცრაზე ჩაწერილ ადამიანებს "ასტრაზენეკათი" აცდა და მათ შევთავაზეთ/ვთავაზობთ სხვა ალტერნატიულს ვაქცინებს, ხოლო მეორე აცრაზე ამ ეტაპზე მივეცით აცრის უფლება იმ ადამიანებს, ვისაც პირველი აცრიდან გასული აქვს 10-დან 12 კვირამდე. ხოლო თანდათანობით, როცა შემოვა ვაქცინა "ასტრაზენეკათი" რევაქცინაცია შესაძლებლია 4-დან 12 კვირის ჩათვლით და შეიძლება 12 კვირის შემდგომაც, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველგან ჩავეტებით 12 კვირაში“,- განაცახდა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტრის აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, რომლის თანხმადაც თითქოს "ასტრაზენეკას" დაკარგული ვაქცინები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი იპოვეს "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG