Accessibility links

site logo site logo

გამყრელიძე: ივლისის პირველ კვირაში შემოვა სამი ვაქცინა - „პფაიზერი“ და ორი ჩინური ვაქცინა


„ივლისის პირველ კვირაში საქართველოში შემოვა სამი დასახელების ვაქცინა. ორი ჩინური წარმოების ვაქცინა და ერთი ამერიკული წარმოების „პფაიზერი“, - ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი ივლისიდან ქვეყანაში მილიონი დოზა ვაქცინა უნდა შემოვიდეს. სწორედ ამ ვაქცინებით გეგმავს საქართველო მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას.

25 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 248 545 ადამიანი. ორჯერადად აცრილია 90 870 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG