Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, იმის წარმოსაჩენად, თუ "როგორი კარგები არიან", ნაცმოძრაობას არ უნდა შეედარონ


​საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ბევრი უბედურება" მოუტანა ქვეყანას. მან პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ ამ პარტიას არ უნდა შეედარონ.

"ჩვენ ყოველთვის უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს და ვსაუბრობთ რა ჩვენს ახლო წარსულზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევედაროთ ნაცმოძრაობას და წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი იმგვარად, თუ როგორი კარგები ვართ. არამედ ეს, კიდევ ერთხელ, უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, ჩვენს მოსახლეობას, რომ წარსულში ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იმის მიუხედავად, რომ ღარიბაშვილმა ამ ტიპის განცხადება გააკეთა, მან მაინც განცხადების დიდი ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმო.

"ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა მუდმივი ჩაგვრა ჩვენი მოქალაქეების - ჩაგვრა, ტერორი, არაადამიანური მოპყრობა ციხეში თუ ციხის გარეთ, გაუპატიურება და ა.შ. უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო... სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან ჩვენ. იმ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რომელიც 2012 წლამდე იყო პროკურატურის დანაყოფი - რასაც ეტყოდა პროკურორი, იმას გააკეთებდა მოსამართლე..."

XS
SM
MD
LG