Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლო სისტემის შესახებ


უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ, დაამტკიცა რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის რეფორმირებას და კორუფციის მოთოკვას. ამ ძალისხმევით კიევი ცდილობს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) მეტი სესხი მიიღოს შარშან დამტკიცებული 5 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური პროგრამის ფარგლებში.

უკრაინელი კანონმდებლების მიერ 29 ივნისს მოწონებულ კანონპროექტებს შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღდგენა. ამ სპეციალური კომისიის ამოცანაა მოსამართლეების დანიშვნა და სხვა მსგავსი საქმიანობა. კანონის თანახმად, იუსტიციის უზენაესის საბჭოს წევრთა უმრავლესობა საერთაშორისო ექსპერტები იქნება, საბჭოს მუშაობას კი გააკონტროლებს სადისციპლინო ინსპექტორთა სპეციალური სამსახური.

ასევე 29 ივნისს უკრაინის კანონმდებლებმა პირველი წაკითხვით მიიღეს კანონი იმ ოფიციალური პირების სისხლის სამართლის პასუხისგების თაობაზე, რომლებიც შემოსავლების ყალბ დეკლარაციას წარმოადგენენ. ამ კანონის თანახმად, თუკი ოფიციალური პირები საშემოსავლო დეკლარაციაში არ მიუთითებენ შემოსავალს, რომელიც 4,2 მილიონ ჰრივნას (150 ათასი დოლარი) აღემატება, მათ შესაძლოა ერთ წლამდე პატიმრობა დაემუქროს. კანონები გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG