ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ტიტულისთვის ბრძოლას რვა ქვეყნის ნაკრები შემორჩა. მერვედფინალური ეტაპი უკრაინისა და შვედეთის ნაკრებების დაპირისპირებით დასრულდა, რომელიც უკრაინელებმა მოიგეს ანგარიშით 2:1.
უკრაინის გარდა, მერვედფინალი წარმატებით დაძლიეს დანიამ, იტალიამ, ჩეხეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა, შვეიცარიამ და ინგლისმა. მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთისთვის, ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიისა და ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის, გერმანიისთვის კი ევროპირველობა ნაადრევად დასრულდა.
მეოთხედფინალები 2 და 3 ივლისს გაიმართება. გუნდები ასე დაწყვილდნენ:
- შვეიცარია - ესპანეთი
- ბელგია - იტალია
- ჩეხეთი - დანია
- უკრაინა - ინგლისი