Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ Sputnik V გაიკეთა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა რუსული ვაქცინით, Sputnik V-ით. მისი სიტყვებით, ამის შემდეგ ოდნავ აუწია სიცხემ, მაგრამ დილისთვის ყველაფერმა გაიარა. ამის შესახებ მან განაცხადა ყოველწლიურ სატელევიზიო პროგრამა „პირდაპირ ხაზში“, რომელშიც ის მოსახლეობის შეკითხვებს სცემს პასუხს.

პუტინმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა საშუალება, გაეკეთებინა ან Sputnik V, ან EpiVacCorona. მან პირველი აირჩია, ვინაიდან, მისი თქმით, ის შედარებით უფრო დიდხანს მოქმედებს და მას იკეთებენ სამხედროები, ის კი სამხედრო სარდალია.

შეკითხვაზე, რატომ არ გამოაქვეყნა აცრის ფოტო, პუტინმა თქვა: „ვაქცინა რომ არა მკლავში, არამედ სხვა ადგილას გაეკეთებინათ, ასევე საჭირო იყო მისი ჩვენება?“

ის, რომ პუტინი კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა, 23 მარტს გახდა ცნობილი. მაშინ პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი თავს კარგად გრძნობდა, თუმცა არ დაუსახელებია, რომელი ვაქცინით აიცრა.

XS
SM
MD
LG