ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თვამჯდომარემ, სი ძინ პინმა, მაღალ შეფასება მისცა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიღწევებს და გააფრთხილა უცხოელი მოწინააღმდგეები, რომლებიც ჩინელი ხალხის „დაშინებას“ ცდილობენ. სი ძინ პინი სიტყვით გამოვიდა პეკინში ტიანანმენის მოედანზე, სადაც 1 ივლისს კომუნისტური პარტიის დაარსების მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება.
კომუნისტური პარტიის ათასობით მხარადმჭერის წინაშე ტიანამენის მოედნიდან გაკეთებულ სატელევიზო მიმართვაში სი ძინ პინმა, ხაზი გაუსვა პარტიის როლს ჩინეთის ეკონომიკური კეთილდღეობისა და ქვეყნის სტატუსის გლობალური მასშტაბით გამტკიცების საქმეში. „ჩინელმა ხალხმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით არა მხოლოდ ძველი სამყაროს ნგრევას ახერხებს კარგად, არამედ ასევე წარმატებით ქმნის ახალ სამყაროს“, - განაცხადა სი ძინ პინმა.
თავის ერთსაათიან მიმართვაში ჩინეთის ლიდერმა მძლავრი არმიის შექმნის პირობა დადო, „გაერთანებისკენ“ მოუწოდა ტაივანს, და ხაზგასმით ისაუბრა ჰონგ კონგისა და მაკაოს ავტონომიურ უფლებებზე.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება იმ ფონზე, როდესაც პეკინი სერიოზული საერთაშორისო ზეწოლისა და სანქციების ქვეშ არის უიღურთა უფლებების შელახვის, დემოკრატიისათვის მებრძოლი აქტივისტების დევნისა და ტიბეტისა და ჰონგ-კონგის სუვერენული უფლებების ხელყოფის გამო.