Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა ფობიას!" შსს-ს მოუწოდებს დაიცვას "ღირსების მარშის" უსაფრთხოება


სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას "ღირსების მარშის" მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოება. ერთობლივ განცხადებას პლატფორმის წევრი 12 არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება.

"ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ შეკრებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლების შეუფერხებლად რეალიზების მნიშვნელობას და მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების მცდელობებზე; უპირობოდ დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა უფლებები და უსაფრთხოება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე ხელმომწერი ორგანიზაციები სახელმწიფოს ახსენებენ კონსტიტუციის იმ მუხლებს, რომლითაც დაცულია "შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება" და სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლითაც რაიმე ნიშნის გამო პირთა მიმართ ძალადობის მოწოდება დასჯადია.

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები არიან:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • უფლებები საქართველო (Rights Georgia)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • საფარი

საქართველოში "პრაიდის კვირეული" დღეს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. 5 ივლისს დაგეგმილია ღირსების მარში, რომლის წინააღმდეგაც ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები სხვადასხვა აქტივობებს აანონსებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG