Accessibility links

site logo site logo

გოგი წულაიას პატიმრობიდან ათავისუფლებენ - ადვოკატი


ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიტიკოს გოგი წულაიას პატიმრობიდან ათავისუფლებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა უთხრა.

ადვოკატის თქმით, დღეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვალა.

"ექვსი ათასი ლარია გირაოს თანხა, ნახევარ საათში გამოვა პატიმრობიდან", - ამბობს ვალერი გელბახიანი.

პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG