Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

82 წლის ქალი ბეზოსთან ერთად კოსმოსში გაფრინდება


უოლი ფანკი
უოლი ფანკი

უოლი ფანკი, 82 წლის მფრინავი ქალი, შეუერთდება „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის მოგზაურობას კოსმოსში ამ თვის ბოლოს. ეს არის მილიარდერის კომპანია "ბლუ ორიჯინ"-ის ორგანიზებული პირველი კოსმოსური გაფრენა ეკიპაჟით.

ფანკი ბორტზე იქნება როგორც "საპატიო სტუმარი" 20 ივლისს დასავლეთ ტეხასიდან გაშვებისას, განაცხადა "ბლუ ორიჯინმა" 1 ივლისს. ის შეუერთდება ბეზოსს, მის ძმას და საქველმოქმედო აუქციონის გამარჯვებულს, როგორც პირველ ადამიანებს, რომლებიც გაფრინდებიან რაკეტით "New Shepard" - ვერტიკალური აფრენის, ვერტიკალური დაშვების რაკეტა-მზიდით. დაგეგმილია, რომ მოგზაურობა გასტანს 10 წუთს.

ფანკი, ერთ-ერთი პირველ ქალი აერო-კოსმოსურ სფეროში, გახდება ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ოდესმე გაფრენილა კოსმოსში, როცა ის მონაწილეობას მიიღებს ამ მოგზაურობაში.

ის აჯობებს აწ გარდაცვლილ ჯონ გლენს, რომელმაც რეკორდი დაამყარა 77 წლის ასაკში, როცა კოსმოსური ხომალდის Discover-ის" ბორტზე გაფრინდა 1998 წელს. ფანკი ე.წ. "მერკური 13" ქალებს შორისაა, რომლებმაც გაიარეს ასტრონავტთა მოსამზადებელი წვრთნები 1960-იან წლებში, მაგრამ არასდროს გარენილან კოსმოსში.

XS
SM
MD
LG