Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სინოფარმზე" რეგისტრაცია "ტექნიკური განახლების" გამო გვიანდება


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სინოფარმის" პირველ დოზებზე რეგისტრაცია გვიანდება. რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა "ტექნიკური განახლების" გამო არ იწყება.

ვებგვერდზე booking.moh.gov.ge-ზე შესვლის დროს [12:13] ჩნდება წარწერა:

"გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის".

უცნობია, როდის დაიწყება რეგისტრაცია. რადიო თავისუფლება დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მიაწვდის მკითხველს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა ნახევარ-ნახევარი მილიონი ჩინური წარმოების ორი ვაქცინა - "სინოფარმი" და "სინოვაკი". გუშინვე ცნობილი გახდა, რომ "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრირებული ადამიანების აცრა ორშაბათს, 5 ივლისს დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG