Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ღირსების მარში იმართება - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 ივლისს


„პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს - რა მოხდება რუსთაველზე?

დღეს პრაიდის კვირეულის ბოლო დღეა, რომელიც ღირსების მარშით უნდა დასრულდეს. მარშის ჩაშლას აანონსებენ ჰომოფობიური ჯგუფები. მათმა წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროსთან ერთი დღით ადრე კარვები გაშალეს.

ღირსების მარში #სოლიდარობისთვის 6 საათზე რუსთაველის მეტროდან დაიწყება. მონაწილეები სახელმწიფოსგან ითხოვენ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადოდ გამოძიებას და საკუთარი მოქალაქეების დაცვას. პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვიარ ადამიანებს სჭირდებათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე.

სხვადასხვა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის გარდა, მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. ამჯერაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებს მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეიდან მასობრივი ვაქცინაცია უნდა დაიწყოს

ვაქცინაციის პორტალზე ხარვეზები აღმოფხვრილია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. დღეიდან ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა დაიწყოს, თუმცა რამდენიმე დღით ადრე საიტზე რეგისტრაცია შეუძლებელი გახდა. სამინისტროს ინფორმაციით მიზეზი კიბერშეტევა იყო.

„24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიიღებს“, - თქვა თამარ გაბუნიამ.

მისივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინაზე რეგისტრაციის ალტერნატიულ გზებზე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, „ხვალ-ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

აშშ-ის კომპანია იძიებს სავარაუდოდ რუსეთიდან განხორციელებულ კიბერთავდასხმას

აშშ-ში საინტერნეტო პროვაიდერი კომპანია შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად იძიებს მასშტაბურ კიბერთავდასხმას, რომელიც მასზე განხორციელდა ე.წ. გამომძალველი პროგრამით და ცდილობს თავის მომხმარებელ კომპანიებს თავ-თავიანთი სისტემების აღდგენაში დაეხმაროს.

კომპანია აცხადებს, რომ 4 ივლისს მისი აღმასრულებელი დირექტორი სატელევიზიო ინტერვიუში ილაპარაკებს თავდასხმის მასშტაბის შესახებ. კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ვარაუდით, თავდასხმა რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს - ეჭვობენ, რომ ჯგუფმა სახელით REvil გადაიტაცა კომპანია Kaseya-ს დესკტოპის მენეჯმენტის სოფტვერი და მასში მავნე განახლება გაავრცელა, რომელმაც დააზიანა ათასობით ბიზნესის ტექნიკური მომსახურება.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც ამ ზაფხულს კიბერთავდასხმების საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე წამოჭრა, ამბობ, რომ მალე უფრო მეტი ეცოდინება იმის თაობაზე, ჩართული იყო თუ არა რუსეთი ამ შეტევაში.

წაიკითხე მეტი.

აზერბაიჯანმა სომეხი სამხედროები გაცვალა დანაღმული ტერიტორიების რუკებში

აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 დაკავებული სომეხი ჯარისკაცი, დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ, - იუწყებიან ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები 3 ივლისს.

განცხადებაში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთი იყო შუამავალი სომხეთთან, რომელსაც აზერბაიჯანისთვის უნდა გადაეცა 92.000-მდე ნაღმის დეტალური რუკა, ბაქოს მიერ დაბრუნებული ფიზულის და ზანგილანის რეგიონებზე. „როგორც ჰუმანური ნაბიჯი, აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა სომხური წარმოშობის 15 პირი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

როგორ “აღმოჩნდა” ჩიპი ვაქცინაში

2020 წლის 18 მარტი - მაიკროსოფტის დამფუძნებელი და მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი, ბილ გეიტსი, „რედიტზე” მომხმარებლების კითხვებს პასუხობს. პანდემია ახალი დაწყებულია და ამიტომ კითხვების უმეტესობა სწორედ საფრთხეებსა და გარდაუვალ გლობალურ ცვლილებებს შეეხება.

„რისი შეცვლა მოგვიწევს ბიზნესის ოპერირების მიმართულებით ისე, რომ თან ჩვენი ეკონომიკაც შევინარჩუნოთ და თან სოციალური დისტანციაც დავიცვათ?” - ეკითხება ერთ-ერთი მომხმარებელი ტექნოლოგიების გურუს.

„ქვეყნები ჯერაც არკვევენ, როგორ მოიქცნენ”, - უპასუხებს გეიტსი. - „დროთა განმავლობაში ჩვენ გვექნება რაღაც ციფრული სერტიფიკატები იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, გამოვჯანმრთელდით, ან გავიტესტეთ, ან როდის გავიკეთეთ ვაქცინა და ვინ მიიღო ის”.

რამდენიმე თვეში შეთქმულების თეორიები, რომლის თანახმადაც, კოვიდის ვაქცინებთან ერთად მომაკვდინებელი სათვალთვალო მიკროჩიპებითაც აგვცრიან, სოკოებივით მოედო ინტერნეტს.

ჩიპები, ვაქცინა და საქართველო - წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.

  • რას ნიშნავს ლგბტქი+?
  • რას ნიშნავს დაიბადო არასწორ სხეულში?
  • ვინ არიან ქვიარ ადამიანები?
  • რა განსხვავებაა ბიგენდერსა და ბისექსუალს შორის?
  • რას ფიქრობთ თერაპიაზე, რომელიც მიმართულია გეი ადამიანების „გამოსწორებაზე“?

გაიგეთ, რაზე მსჯელობენ ქვიარ ადამიანები და სამოქალაქო აქტივისტები ამ და სხვა საკითხებზე.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG