Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელო": დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება


"ლელო საქართველოსთვის" შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები და დასჯილ იქნეს ძალადობის ყველა ორგანიზატორი და დანაშაულში მონაწილე პირი. პარტიაში თვლიან, რომ სახეზეა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედებები.

"ხელისუფლების უმოქმედობა ამ კრიზისულ ვითარებაში არის დანაშაულში თანამონაწილეობა.

თბილისის ქუჩებში დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, თავისი საჯარო განცხადებით პირდაპირ წააქეზა ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ.

ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ კატეგორიულად ვგმობთ მომხდარს. ხელისუფლებამ დღევანდელი პოზიციით უარი თქვა კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, ესკი ნიშნავს ტიპიური რუსული მმართველობის მოდელის დანერგვას ქვეყანაში. ამით ხელისუფლებამ ზურგი აქცია სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ცივილიზებულ სამყაროს, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება.

შედეგად ვიხილეთ - არსამთავრობო ოფისების დარბევა, პარლამენტის წინ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა, სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები, შეშინებული მოქალაქეები და გაუქმებული მშვიდობიანი შეკრების უფლება!

დღეს ქვეყანაში კონსტიტუცია აღარ მოქმედებს!" - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"თბილისი პრაიდის" მიერ დღეს, 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში" მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა.

დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ღირსების მარშის" რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს ესხმიან მედიას - დაშავებულთა შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

XS
SM
MD
LG