Accessibility links

site logo site logo

საპატრიარქო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს: ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი


საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მდუმარე აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს - დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

სასულიერო პირები აქტიურად მონაწილეობდნენ 5 ივლისს რუსთაველზე "თბილისი პრაიდის" საწინააღდმეგო აქციაზე, რომლის გაშუქების დროსაც 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტი დაშავდა. დღის ბოლოს საპატრიარქომ თქვა, რომ "ლოცულობდა ჟურნალისტებისთვის." დღეს დღის 8 საათზე პარლამენტთან მდუმარე აქცია სწორედ გუშინდელი მოვლენების მიმართ პროტესტის ნიშნად დაიგეგმა. ოპოზიციის, აქტივისტებისა და მოქალაქეების მდუმარე აქციის პარალელურად კონტრაქციას მართავენ ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჯებირების გარღვევას, ისვრიან ქვებს, კვერცხებს და ბოთლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG