Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ რუსთაველიდან ჟურნალისტები და აქტივისტები გაიყვანა, პარლამენტთან ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან


შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი რუსთაველზე დარჩენილ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს მათთან კოორდინაციაში იყვნენ იმის გათვალისწინებით, რომ აპირებენ "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და აქციების მონაწილეთა შორის დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილი მოქალაქეების ეტაპობრივად უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანას."

მედიის წარმომადგენლები ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები, რუსთაველის გამზირზე კი რჩებიან ძალადობრივი ჯგუფები, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა. ეს დროშა 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის დროსაც ჩამოხსნეს.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა სპეცრაზმიც, რომელიც ჯერჯერობით არ არის ჩართული ძალადობრივი ჯგუფების ადგილიდან გასაყვანად - მათ აკავებს პოლიცია. თავის მხრივ სიძულვილის ჯგუფები ძალადობენ პოლიციაზე. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ჯებირების გარღვევას, ისროდნენ ქვებს, ბოთლებს, კვერცხებს როგორც სამართალდამცველების, ასევე აქციის მონაწილეების მიმართულებით.

ამ დრომდე არ არის დაზუსტებული ინფორმაცია დაკავებულების და დაშავებულების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG