Accessibility links

site logo site logo

ძალადობის ჯგუფების მხარდამჭერმა სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა


გორის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ, ინფორმაცია დაადასტურა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

“განცხადება თავად დაწერა სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, გავაგზავნეთ სამინისტროში და ველოდებით დასტურს” , – აცხადებს ტერმაკოზაშვილი.

ქარელის განმრტებით გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მის აქტოვოასთან არ არის დაკავშირებული.

„დიდი ხანია გადაწყვეტილი მქონდა თანამდებობის დატოვება, დავიღალე და საკუთარი სურვილით დავწერე განცხადება, ეს ნაბიჯი სოციალურ ქსელებში ჩემს აქტივობას არ უკავშირდება , მე თავად მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ქარელმა.

ზურაბ ქარელი სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიებისადი არაკეთლგანწყობილი შინაასის პოსტებით გამოირჩეოდა.

მან თბილისში სიძულვილის ჯგუფების მიერ დაწყებულ ძალადობას ღიად დაუჭირა მხარი, ხოლო ამერიკის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების განცხადების ქვეშ, სადაც დიპლომატიური მისიები ძალადობას გმობდნენ, სიძულვილის შემცველი კომენტარი დატოვა.

გორში სამოქალაქო აქტივისტები დიდი ხანია ზურაბ ქარელის გადაყენებას ითხოვენ და ამის შესახებ მათ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს არაერთხელ მიმართეს. ქარელი კი აცხადებდა, რომ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობდა და ფეისბუკპოსტებს აქვეყნებდა როგორც კერძო პირი და არა დირექტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG