Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 1108 ადამიანს, 7 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 7 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 23 895 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1108 ​ შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 4,64%;
  • ბოლო 7 დღის - 3.89%;
  • ბოლო 14 დღის - 3,47%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 714-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 374 836 შემთხვევა. მათგან 357 804 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5421 ადამიანი. სულ აცრილია 289 399 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG