ივანე ჩხაიძე - "ძალიან დიდი მაჩვენებელია მოსახლეობის, რომელსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერა"
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე მასობრივი ვაქცინაციის პროგრამისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად მოსახლეობის დამოკიდებულებას თვლის. მისთვის მთავარი კითხვაა - "არის თუ არა მოსახლეობა მზად, რომ აქტიურად ჩაერთოს მასობრივი იმუნიზაციის პროგრამაში? ".