Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ხეცურიანი მსოფლიოს თასის ჩემპიონი გახდა


ქართველმა პარამოფარიკავემ რაპირაში ბრინჯაოს მოგებიდან ერთ დღეში, ხმლით შეჯიბრებაში ყველა მეტოქეს აჯობა და ჩემპიონი გახდა.
ქართველმა პარამოფარიკავემ რაპირაში ბრინჯაოს მოგებიდან ერთ დღეში, ხმლით შეჯიბრებაში ყველა მეტოქეს აჯობა და ჩემპიონი გახდა.

ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ირმა ხეცურიანმა ვარშავაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში მეორე მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარამოფარიკავემ რაპირაში ბრინჯაოს მოგებიდან ერთ დღეში, ხმლით შეჯიბრებაში ყველა მეტოქეს აჯობა და ჩემპიონი გახდა. ხმალში საქართველოს სახელით ნინა თიბილაშვილიც ჩაება კონკურენციაში და მესამე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს თასის დაწყებამდე, ვარშავამ ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატსაც უმასპინძლა და საქართველოს ქალთა ნაკრები (ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

XS
SM
MD
LG