Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბაბარიკა კოლონიაში გადაიყვანეს


ვიქტარ ბაბარიკა სასამართლო პროცესზე, 2021 წლის 6 ივლისი
ვიქტარ ბაბარიკა სასამართლო პროცესზე, 2021 წლის 6 ივლისი

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, საპატიმროში მყოფი ვიქტარ ბაბარიკა გადაიყვანეს კოლონიაში, ერთ კვირაზე უფრო ნაკლები ხნის შემდეგ მას მერე, რაც მიუსაჯეს 14 წლიანი პატიმრობა კორუფციის ბრალდებით.

ბაბარიკას დაცვის გუნდი ეცადა მის მონახულებას მინსკის საპატიმროში 12 ივლისს, მაგრამ მას შეატყობინეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გააგზავნეს სასჯელის მოსახდელად ნომერ 1 გამოსასწორებელ კოლონიაში ბელარუსის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ნავაპოლატსაკში.

ბაბარიკას განაჩენი უზენაესმა სასამართლომ 6 ივლისს გამოაცხადა და ის დამნაშავედ ცნო ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში.

ჩვეულებრივ, სასამართლო გარჩევების შემდეგ, გასამართლებული და პატიმრობამისჯილი პირები საპატიმრო ცენტრებში რჩებიან თვეების განმავლობაში, სანამ მათი აპელაცია განიხილება ზემდგომი სასამართლოების მიერ. მაგრამ რადგან ბაბარიკას უზენაესი სასამართლო ასამართლებდა, მას არ ჰქონდა გასაჩივრების საშუალება.

ბაბარიკამ და მისმა მომხრეებმა დაგმეს ხელისუფლების ნაბიჯი მისი და მისი თანადამცველების უზენაესი სასამართლოში გასამართლების შესახებ და განაცხადეს, რომ ეს გაკეთებული იყო იმისთვის, რომ მისთვის წაერთმიათ გასაჩივრების უფლება.

ბაბარიკა, რუსეთის მფლობელობაში მყოფი "ბელგაზპრომბანკის" ყოფილი მმართველი, 2020 წლის ივნისში დააპატიმრეს მაშინ, როცა ის ცდილობდა თავისი კანდიდატურის რეგისტრირებას ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც, კრიტიკოსებისა და დამკვირვებლების თქმით, მასობრივად იყო გაყალბებული.

XS
SM
MD
LG