Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე შემოსულია Pfizer-ის 28 000 დოზა


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, 14 ივლისს საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად და 14 000 მსურველს მოხმარდება. ამირან გამყრელიძის თანახმად, Pfizer-თან საქართველოს სახელმწიფოს მიერ დადებული ბილატერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მილიონ დოზაზე მეტ ვაქცინას ქვეყანა თანდათანობით, ყოველკვირეულად მიიღებს:

„Pfizer-თან ხელშეკრულებით ასეა, რომ ყოველკვირეულად გარკვეული დოზები უნდა მივიღოთ. მეორე კვირაში დაახლოებით ამ მოცულობის უნდა შემოვიდეს. ივლისის ბოლოს უნდა იყოს უკვე სერიოზული შემოსვლა და ივლის-აგვისტოში დიდი ალბათობით გვექნება სადღაც ნახევარი მილიონი - 600 000 დოზა Pfizer-ი. დანარჩენი თანდათანობით გაგრძელდება შემოსვლა და სადღაც ოქტომბრის ჩათვლით ქვეყანაში უნდა იყოს მილიონზე ბევრად მეტი Pfizer-ის დოზა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში 14 ივლისის ღამით ჩამოიტანეს. ამ ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათიდან დაიწყება, უშუალოდ აცრის პროცესი კი - 16 ივლისიდან. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია - 144-3-ზე.

ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ "ფაიზერთან" ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს. საქართველო "ფაიზერის" დამატებით პარტიას ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების დონაციის ფარგლებშიც. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით კონტრაქტის დაზუსტება ამ დღეებში მიმდინარეობს.

საქართველო Pfizer-ის ვაქცინას რამდენიმე თვეა ელოდება. ამ დრომდე ქვეყანას მხოლოდ 29 500 დოზა ჰქონდა მიღებული, რაც 14 750 ადამიანისთვისაა საკმარისი.

13 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 310 332 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 120 479 ადამიანი. აცრების დიდი ნაწილი ჩინური წარმოების ვაქცინებით "სინოფარმითა" და "სინოვაკით" არის გაკეთებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG