Pfizer-ით რეგისტრაციის დაწყების დროს booking.moh.gov.ge გაითიშა. რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
"მაღალი მიმართვიანობის გამო ვებგვერდი ხარვეზით მუშაობს", - უთხრეს რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამნისტროში.
Pfizer-ის ვაქცინის 28 ათასი დოზა დღეს საქართველოში ჩამოვიდა. აცრა 18 წელს მიღწეული პირებისთვის კი 16 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო.
დაწერეთ კომენტარი