Accessibility links

site logo site logo

ზურაბ მახარაძის მეუღლის თქმით, სამართალდამცავებმა ბინიდან მათთვის საინტერესო ნივთები ამოიღეს


ლიკა კასრაძე, "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის მეუღლე

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის მეუღლემ ლიკა კასრაძემ არ იცის, რა ტიპის პროცედურის ფარგლებში გადაიყვანეს მისი ქმარი სამართალდამცავებმა შესაბამის განყოფილებაში.

„პროცედურულად გადაიყვანეს. მიმდინარე ჩხრეკვასთან დაკავშირებით უნდა გააფორმონ, როგორც მივხვდი, წერილობით დოკუმენტაცია. დაკითხვაა თუ რა ტიპის, ასე ვთქვათ, პროცედურა მიმდინარეობს, ახლა არ ვიცი“, - უთხრა მედიის წარმომადგენლებს ლიკა კასრაძემ.

მისი თქმით, სამართალდამცავები ზურაბ მახარაძის საცხოვრებელ ბინაში 15 ივლისის დილით, დაახლოებით ცხრის ნახევრისთვის მივიდნენ, ბინა გაჩხრიკეს და მათთვის საინტერესო, „საჭირო“ ნივთები ამოიღეს.

ზურაბ მახარაძის მეუღლე არ აზუსტებს, კერძოდ რა ნივთები წაიღეს ბინიდან სამართალდამცავებმა, თუმცა კითხვაზე, იყო თუ არა ეს ტექნიკა, მათ შორის მობილური ტელეფონი, მან განაცხადა - „დაახლოებით, დიახ“.

ლიკა კასრაძე ამბობს, რომ ხუთი სამართალდამცავი ზურაბ მახარაძის ბინაში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ზურაბ მახარაძის გარდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერების, გურამ ფალავანდიშვილისა და კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც. შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG