თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 19 ივლისს თალიბანს მოუწოდა დაასრულოს ავღანეთის "ოკუპაცია" და განაცხადა, რომ თურქეთი ექსტრემისტებთან მოლაპარაკებას გამართავს მათი უარის შესახებ ანკარისთვის საშუალება მიეცათ ქაბულის აეროპორტი ემართა მას შემდეგ, რაც ავღანეთიდან სრულად გავიდოდნენ აშშ-ის ჯარები.
თურქეთი გამოვიდა წინადადებით, რომ აეროპორტს მართავს და დაიცავს მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან საერთაშორისო ძალები მთლიანად გავლენ მომავალი თვის ბოლოს. ანკარა აშშ-სთან მოლაპარაკებას მართავს აეროპორტის მისიის ფინანსურ, პოლიტიკურ და ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე.
თალიბანმა გასულ კვირაში თურქეთის შეთავაზებას "დასაგმობი" უწოდა და ანკარა გააფრთხილა ამ შეთავაზებით აღარ გამოვიდეს.
"თალიბანის განცხადებაში არ არის ფრაზა 'ჩვენ არ გვსურს თურქეთი'" - უთხრა ერდოანმა ჟურნალისტებს სტამბოლში, როცა მას ამ განცხადებაზე ჰკითხეს.
ერდოანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აეროპორტის საკითხი განიხილეს პირველ პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც გასულ თვეში, ნატოს სამიტის პარალელურად გაიმართა. ავღანეთში თურქეთის ასობით სამხედრო რჩება.
ავღანეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ თალიბანის შეტევის შესახებ კითხვას ერდოანმა უპასუხა, რომ მუსლიმები მშვიდობიანად უნდა თანაცხოვრობდნენ. თალიბანმა "უნდა დაასრულოს მათი ძმების მიწის ოკუპაცია და მსოფლიოს დაუყოვნებლივ უნდა აჩვენოს, რომ ავღანეთში მშვიდობა იმარჯვებს" - თქვა ერდოანმა.
დაწერეთ კომენტარი