Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილიმა მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამი მიულოცა


ირაკლი ღარიბაშვილი

მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამი მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილიმა.

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს - სიყვარულის, ქველმოქმედების, თანადგომისა და სიკეთის გამარჯვების დიდ დღესასწაულს. საქართველოს მუსლიმ თემს - ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, ყოველდღიური შრომით და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებაში. ვუერთდები თქვენს ზეიმს და კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG