Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა


ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში 19 ივლისს მომხდარ ტერაქტზე, რომლის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 50 - დაიჭრა.

დანაღმული ჟილეტის მეშვეობით თვითმკველელი მოიერიშის მიერ მოწყობილი აფეთქება ერაყის დედაქალაქის შიიტებით დასახლებულ, ალ-სადრის დიდ რაიონში მდებარე ბაზარში მოხდა.

უპირატესად სუნიტებისგნა შემდგარი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ შიიტ მუსლიმებს ერეტიკოსებად მიიჩნევს.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუსტაფა ალ-კადჰიმიმ, ბაღდადში მომხდარ სისხლიან ტერაქტს „ლაჩრული თავდასხმა“ უწოდა და დასძინა, რომ „ტერორიზმი არ დარჩება დაუსჯელი.“

XS
SM
MD
LG