ძველ შენობას ცეცხლი გაუჩნდა თბილისში ლაღიძის ქუჩაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ შენობა ამჟამად უფუნქციო იყო.