Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნულანდი: აშშ-მა და გერმანიამ შეთანხმებას მიაღწიეს "ჩრდილოეთის ნაკადზე"


აშშ-მა და გერმანიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სახელით ცნობილ, კამათის საგნად ქცეულ რუსულ გაზსადენს დასრულების საშუალებას მისცემს, აშშ-ის ახალი სანქციების გარეშე - უთხრა აშშ-ის მაღალჩინოსანმა კონგრესს 21 ივლისს.

პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს უთხრა, რომ ორი მთავრობა მალე გამოაცხადებს დეტალებს შეთანხმებისა, რომლის მიზანია ყურადღების მიქცევა აშშ-სა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ შეშფოთებაზე პროექტის შედეგების გარშემო.

გაზსადენის პროექტს კონგრესში ძლიერი ორმხრივი წინააღმდეგობა ხვდება, ისევე, როგორც უკრაინასა და პოლონეთში, რომლებიც შიშობენ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ძირს გამოუთხრის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. გაზსადენს ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციაც, თუმცა აცხადებს, რომ პროექტს სანქციები არ შეაჩერებს.

ნულანდმა კანონმდებლებს უთხრა, რომ ვაშინგტონი და ბერლინი 21 ივლისს ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ გაზსადენის შესახებ. მისი თქმით, ორი მოკავშირე შეთანხმდა, რომ რუსეთს და გერმანიის კომპანიებს სანქციებს დაუწესებენ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მილსადენს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს.

11 მილიარდი დოლარის ღირებულების მილსადენის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მილსადენმა რუსეთის გაზი ბალტიის ზღვის გავლით დასავლეთის ბაზარზე უნდა ჩაიტანოს, უკრაინის გვერდის ავლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG