Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი ფოტომონტაჟის გაზიარებისთვის მღვდელს მსახურება დროებით შეუჩერეს


მღვდელ იოსებ ღლონტს მსახურება რამდენიმე თვით შეუჩერეს. ამის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული ფოტომონტაჟი, რომელზეც შეურაცხმყოფელად იყო გამოსახული რამდენიმე ჟურნალისტი.

შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა „ფორმულასთან" საუბარში დაადასტურა იოსებ ღლონტისთვის მღვდელმსახურების შეჩერება.

მღვდელმა ფოტომონტაჟი „ფეისბუკის" პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გააზიარა. „გითხარით, რომ რაღაცნაირად გაუგებრობა მოხდა და შენდობას ვითხოვ. სულ არ ვიცი ვინაა. ახლა ვსწავლობ მაგას, რაზე დავაჭირო თითი და იქ რაზე დავაჭირე თითი, აღარც მახსოვს", - უთხრა „მთავარ არხს" მღვდელმა იოსებმა ფოტომონტაჟის გავრცელების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG