Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში მძღოლების მიერ დაწყებულ პროტესტს სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება


22 ივლისს რამდენიმე ათეული მეეზოვე შეუერთდა ქალაქ ჟანაოზენში ხელფასის მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დიდი სატვირთო მანქანების მძღოლების მიერ ჯერ კიდევ 4 დღის წინ დაწყებულ სპაროტესტო აქციას.

რადიო თავსუფლების ყაზახური სამსახურის აცნობით, აქციაში მონაწილეობენ ჟანაოზენის 11 საწარმოს თანმშრომლები. მათ შორის მუშაობა გააჩერეს სასწრაფო დახმარებისა და ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის მუშაკებმა.

ყაზახეთის ხელისუფლება ძალიან უფრთხის ნებისმიერ საპროტესტო და ხმამაღლა გამოხატულ უკამყოფილებას ქალაქ ჟანაოზენში, სადაც ნათობკომპანიების თანამშრომლების მიერ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს პოლიციასთან შეტაკებისას 2011 წლის დეკემბერში 11 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG