Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა შეიარაღებული ძალები ბრძოლისუნარიანობის შემოწმების მიზნით


ტაჯიკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხედრო ძალების ბრძოლისუნარიანობის შემოწმების მიზნით საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანა შეიარაღებული ძალები, რომლის ათასობით წარმომადგენელი, ხელისუფლების ბრძანებით ავღანეთის საზღვართან არის კონცენტრირებული მასშტაბური წვრთნის ჩასატრებლად.


ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რახმონის 22 ივლისის ბრძანებით, ქვეყანაში მობილიზებულია მოქმედი 100 000 სამხედრო მოსამსახურე, თადარიგის 130 000 ჯარისკაცი და ოფიცერი. მათთან ერთად ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ წვრთნაში მონაწილეობენ ასევე სამართალდაცავი სტრუქტურების გასამხედროებული ნაწილებით.

ამის გარდა დამატებით სამხედრო რეზერვიდან მობილიზებული 20 000 ჯარისკაცით გაძლიერდა ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვაზე მოქმედი სასაზღვრო ნაწილები.

ჩრდილოეთ ავღანეთში შექმნილი ვითარება, თალიბების მიერ წამოწყებული იერიშები კონტროლის გასაფართოებლად, მეზობელი ქვეყნების მზარდ შეშფოთებას იწვევს.

ბოლო კვირებში ასობით ავღანელმა, მათ შორის პოლიციის და სამთავრობო ძალების წევრებმა, ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში და უზბეკეთში გადავიდა, თალიბანის შეტევის ფონზე.

XS
SM
MD
LG