ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანი დაადანაშაულა სულ მცირე ასამდე სამოქალაქო პირის დახოცვაში, რასაც ადგილი ჰქონდა ყანდაარის პროვინციაში ექსტრემისტების მიერ მოწყობილი რეიდების დროს.
„სასტიკი ტერორისტები ქალაქ სპინ ბოლდაკის მახლობლად მდებარე რაიონებში თავს დაესხნენ უდანაშაულო ავღანელების სახლებს, გაძარცვეს ისინი და დახოცეს უბრალო ადამიანები“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა, მირვეის სტანეკზაიმ.
თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მოჯაჰიდმა, უარყო მშვდობიანი მოსახლეობის დახოცვასთან დაჯგუფების კავშირი.
ავღანეთის მთავრობა მიანიშნებს, რომ ექსტრემისტებმა ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს თალიბების იმ ლიდერების ბრძანებით, რომელბიც ყანდაარის მოსაზღვრე პასკიტანში დაუსჯელად განაგრძობენ თავიანთ მოღვაწეობას.
ავღანეთის ხელისუფლებამ წინა კვირაში ისლამაბადი დაადანაშაულა თალიბებისათვის თავშეფარის მიცემაში, რასაც პაკისტანის კატეგორიულად უარყოფს.