Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოში გაიხსნა ოლიმპიური თამაშები


გადადებული ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ტოკიოში თითქმის ცარიელ სტადიონზე დაიწყო.
ცერემონია შედგა 23 ივლისს 1000-ზე ნაკლები ადამიანით სტადიონზე, რომელიც ჩვეულებრივ 68 000 ადამიანს იტევს.
დაახლოებით 15 მსოფლიო ლიდერი ესწრებოდა ცერემონიას, რომელიც წარსულის საზეიმო გახსნისგან განსხვავდებოდა კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც 4 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა მსოფლიოში და 192 მილიონზე მეტი ადამიანმა გადაიტანა ის.

ორი კვირის წინ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მთლიანად აეკრძალათ მაყურებლებისთვის ღონისძიებაზე დასწრება მას შემდეგ, რაც ტოკიოში ახალი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო. მათ უკვე გამოაცხადეს, რომ უცხოელი მაყურებლებისთვის დასწრება ნებადართული არ იქნება.

ქვეყნების უმეტესობამ, ასევე, სპორტსმენების მხოლოდ მცირე ნაწილი გააგზავნა ტოკიოში ცერემონიებზე, ამ დიდი სიფრთხილის პირობებში. რაც შეეხება 23 ივლისს, ოლიმპიურ თამაშებზე აკრედიტებულ 100-ზე მეტ ადამიანს, რამდენიმე სპორტსმენის ჩათვლით, ტესტირებისას დადებითი შედეგი აღმოაჩნდა.

ამასობაში ტოკიოში ჯანდაცვის მუშაკებმა კოვიდ-19-ით ინფიცირების 1359 ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადეს, რაც 88-ით მეტია გასული კვირის იმავე დღესთან შედარებით, და ასეთი ზრდაა უკვე 34 კვირის მანძილზე მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უკვე მეოთხედ არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.

ერთ-ერთი მცირერიცხოვან თემათაგანი, რომელმაც მღელვარების სული შთაბერა ოლიმპიურ თამაშებს, იყო დებატები იმის შესახებ, ვინ აანთებდა ოლიმპიურ ჩირაღდანს.

დებატები გაცხარდა 23 ივლისს იმ საათებში, რომლებიც წინ უძღოდა ჩირაღდნის ანთებას, მას შემდეგ, რაც იაპონელი ჩოგბურთის ვარსკლავის, ნაომი ოსაკას პირველი რაუნდის მატჩი ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირზე ერთი დღით უკან, 25 ივლისს, გადასწიეს.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს ცვლილება ტოკიო 2020-ის თხოვნით მოხდა, რამაც გამოიწვია სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ოსაკა იქნება ჩართული გახსნის ცერემონიაში პარასკევს საღამოს.
23 წლის სპორტსმენი, რომელიც ოსაკაში დაიბადა, მაგრამ შეერთებულ შტატებში გაიზარდა, იაპონიის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი და ოლიმპიური მედლის რეალური კანდიდატია.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ნათელი მომენტი იყო, როცა ცაში ერთობლივად გამოჩნდა 2000 დრონი, რომლებმაც სტადიონის თავზე გამოსახეს მოძრავი გლობუსი, რის ფონზეც ჟღერდა ჯონ ლენონის ცნობილი «Imagine».

მანამდე სტადიონზე აღლუმი გამართა თამაშების 5700-მა მონაწილემ, ტოკიოში ჩასულ ათლეტთა მცირე ნაწილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG