Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით უნგრელი შეუერთდა ბუდაპეშტის „პრაიდს“ ახალი ლგბტ-კანონის წინააღმდეგ პროტესტის მიზნით


"პრადი" ბუდაპეშტში, 24 ივლისი, 2021 წელი
"პრადი" ბუდაპეშტში, 24 ივლისი, 2021 წელი

ათასობით უნგრელი შეუერთდა ბუდაპეშტის „პრაიდს“ - ღირსების მსვლელობას, რათა გამოეხატათ მხარდაჭერა ლგბტ-თემის მიმართ და პროტესტი გამონთქვათ კანონის წინააღმდეგ, რომელიც კრძალავს სკოლებში ისეთი მასალების გამოყენებას, რომელსაც ჰომოსექსუალობის პროპაგანდად მიიჩნევენ.

ეს ახალი კანონი, რომელიც ძალაში შევიდა ამ თვის დასაწყისში, ევროპის ლგბტ-თემის და მათი მოკავშირეების სამიზნე გახდა და მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბრიუსელთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა.

ორბანი და მისი ნაციონალისტური პარტია, ფიდესი, აცხადებენ, რომ ლგბტ-თემატიკასთან დაკავშირებული ზომები, რომლებიც ბოლო წუთს დაუმატეს კანონს, პედოფილიასთან ბრძოლის ზომების გამკაცრებას და ბავშვების და მათი ოჯახების დაცვას ემსახურება და არ არის მოზრდილი ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიმართული.

.ვიქტორ ორბანს, რომელიც 2010 წლის შემდეგ არის ხელისუფლებაში, მომავალ წელს რთული არჩევნები ელის მზარდი ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა.

მისმა მემარჯვენე მთავრობამ გაააქტიურა თავისი კამპანია ლგბტ-თემის მიმართ, წარმოაჩინოს საკუთარი თავი ქრისტიანული ფასეულობების დამცველად, მის მიერ დაპირებული დასავლური ლიბერალიზმის წინააღმდეგ, რაც ასევე მოიცავს მიგრანტებისთვის უნგრეთის გავლით გადაადგილებაზე უარს და კერძო ლიბერალური მედიაინსტიტუტების დახურვას.

ევროპის კომისიამ გასულ კვირას სასამართლო საქმე აღძრა ბუდაპეშტის წინააღმდეგ ახალ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს შემწყნარებლობისა და პიროვნების თავისუფლების შესახებ.

24 ივლისის მარშის ორგანიზატორებმა მოუწოდეს მხარდამჭერებს, წინ აღუდგნენ სიძულვილს და წინააღმდეგობა გაუწიონ, როგორც ისინი უწოდებენ, "ძალაუფლებას მოწყურებული პოლიტიკოსების" მცდელობებს, დააშინონ ლგბტ-თემის წარმომადგენლები.

უნგრეთში მოქმედმა 40-მა საელჩოს და უცხოეთის ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი „პრაიდს“ ბუდაპეშტში.

XS
SM
MD
LG