Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომლები ალეჰ ჰრუზდზილოვიჩი და ინა სტუდზინსკაია საპატიმროდან გაათავისუფლეს


26 ივლისს საგამოძიებო იზოლატორი ოკრესტინა დატოვეს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომლებმა ალეჰ ჰრუზდზილოვიჩმა და ინა სტუდზინსკაიამ, რომლებიც 16 ივლისს დააკავეს მას შემდეგ, რაც უშიშროების ოფიცრები ბელარუსული სამსახურის ოფისში შეიჭრნენ და ჩხრეკის შემდეგ აპარატურა ამოიღეს.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტებთან ერთად დღეს გათავისუფლდა ინტერნეტპორტალ „ბელსატის“ ჟურნალისტი, იგორ ილიაში.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაათავისუფლებს რეჟიმი რადიო თავისუფალის ბელარუსული სამსახურის კიდევ ერთ ჟურნალისტი, ალეს დაშჩინსკის.


ჟურნალისტების დაკავება ბელარუსში დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მა.

მინსკს ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ.

"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ალეს დაშჩინსკის დაპატიმრება - ისევე, როგორც მისი კოლეგების, ალეჰ ჰრუზდზილოვიჩის და ინა სტუდზინსკაიას და სხვა ბევრი დამოუკიდებელი ბელარუსი ჟურნალისტის დაპატიმრება - არის მორიგი მკაფიო დასტური ალექსანდრ ლუკაშენკას სასოწარკვეთისა. ბელარუსის ხალხისთვის მომუშავე ჟურნალისტებზე ეს თავდასხმები არ დამალავს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა ხდება ბელარუსში. ალესი და მისი კოლეგები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ", - ამბობს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი 18 ივლისით დათარიღებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG