Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა შავდათუაშვილი მეორედ გავიდა ოლიმპიური თამაშების ფინალში


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური თამაშების მეორე ოქროს მედალს ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებს. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტოკიო-2020-ზე ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა.

საჩემპიონო ბრძოლაში ლაშა შავდათუაშვილი იაპონელ შოჰეი ონოსა და მონღოლ ცენდ-ოჩირს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. დღესვე, ტოკიოს ტატამზე, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG