Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერც მესამე ცდაზე აირჩია


საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერც მესამე კენჭისყრის შედეგად აირჩია. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ვერც 90-ხმიანი კვორუმით მოხერხდა. ცესკოს თავმჯდომარეობის წარდგენილი ორი კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობა ვერც გიორგი კალანდარიშვილმა დააგროვა და ვერც გიორგი სანტურიანმა. ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • გიორგი კალანდარიშვილი - 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი
  • გიორგი სანტურიანი - 3 მომხრე, 8 წინააღმდეგი.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებს შორის პირველი კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართა, მეორე კენჭისყრა 22 ივლისს, ხოლო მესამე - დღეს, 26 ივლისს.

კანონის თანახმად, ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი. ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადად 6 თვე განისაზღვრება.

იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით მოხდებოდა, მათი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნებოდა.

100 დეპუტატის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ანუ ცესკოს თავმჯდომარის 5-წლიანი ვადით დასამტკიცებლად, პარლამენტს მხოლოდ ორი მცდელობის უფლება ჰქონდა. კენჭისყრის მესამე ცდაზე 3/5-იანი უმრავლესობის, 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. ამის შემდეგ ყოველ მომდევნო მცდელობას ხმების უბრალო უმრავლესობა სჭირდება.

26 ივლისს პარლამენტმა ვერც ცესკოს 2 პროფესიონალი წევრის არჩევა შეძლო. კენჭისყრის შედგები კი ასეთია:

ცესკოს პირველ ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:

  • გია ცაცაშვილი 77 - მომხრე, 7 - წინააღმდეგი;
  • ლელა ტარიული 17 - მომხრე, არცერთი წინააღმდეგი;

ცესკოს მეორე ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:

  • თამარ სართანია 14 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
  • მაია ზარიძე 78 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG