Accessibility links

site logo site logo

საქართველოში მეორე დღეა 3000-ს აჭარბებს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 40 553 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3141 შემთხვევა. ამ წლის განმავლობაში, 24 საათში 3000-ზე მეტი შემთხვევა პირველად გუშინ, 27 ივლისს აღირიცხა.

გასულ 24 საათში დადასტურებული 3141 შემთხვევიდან 1648 თბილისშია. საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი - 438 ახალი შემთხვევა აჭარაშია.

28 ივლისისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7.75%;
  • ბოლო 7 დღის - 6.92%;
  • ბოლო 14 დღის - 6.28%.

ბოლო დღე-ღამეში 1509-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 14 210 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 432 795 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 144 222.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG