Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Insider-ის მთავარი რედაქტორი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ უცხოეთში ვეღარ წავა


რომან დობროხოტოვი
რომან დობროხოტოვი

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მოსკოვი პოლიციის შენობა დატოვა გამოცემა The Insider-ის მთავარმა რედაქტორმა, რომან დობროხოტოვმა, რომელიც რჩება მოწმის სტატუსით ცილისწამების შესახებ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე.

თავად დობროხოტოვმა, პოლიციის შენობიდან გამოსვლისას დაადასტურა, რომ ის 28 ივლისს საზღვარგარეთ მიფრინავდა, მაგრამ არა იმისთვის, რომ უცხოეთში დარჩენილიყო, არამედ კონფერენციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. მაგრამ პოლიციაში მას ჩამოართვეს საზღვარგარეთის პასპორტი და ავიაბილეთი. ამის გამო დობროხოტოვი ფაქტიურად ვეღარ დატოვებს რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არ ჩამოურთმევიათ გაუსვლელობის ხელწერილი.

ოთხშაბათ დილით რუსეთის პოლიციამ რეიდი განახორციელა საგამოძიებო ვებსაიტის, The Insider-ის მთავარი რედაქტორის, რომან დობროხოტოვის მოსკოვის ბინაში, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ეს ვებსაიტი დაუმატეს რუსეთში მოქმედ, კამათის საგნად ქცეულ "უცხოეთის აგენტების" სიას.

დობროხოტოვის ბინაში ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა. საინფორმაციო საიტი Baza-ის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჰოლანდიელი ჟურნალისტის, მაქს ვან დერ ვერფის თხოვნით, რომელიც The Insider-ს ცილისწამებაში სდებს ბრალს.

ლატვიაში რეგისტრირებულია საგამოძიებო საინფორმაციო რესურსი The Insider-- საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-თან თანამშრომლობით რამდენიმე გახმაურებული, მათ შორის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და საზღვარგარეთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) თანამშრომლების მოღვაწეობის შესახებ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების თანაავტორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG