Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებული ცხინვალის სახანძრო სამსახურის შენობას მეხი დაეცა


28 ივლისს, საღამოს, ოკუპირებული ცხინვალის სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობას მეხი დაეცა. ძლიერ წვიმას ჭექა-ქუხილიც თან ახლდა.

სააგენტო „რეს"-ის ცნობით სახანძრო სამაშველო პირიველი განყოფილების შენობას, რომელსაც სახურავზე მეხამრიდი ეყენა, მეხი დაეცა. შენობას დამიწების სისტემაც ჰქონდა, ამიტომ შენობაში არავინ დაშავებულა. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან სააგენტოს ისიც უთხრეს, მეხის დაცემას არც ნგრევა მოჰყოლია.

ოთხშაბათს საღამოს შიდა ქართლში ძლიერ წვიმას ჭექა-ქუხილიც ახლდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვაც გამოიწვია. გორის უბნების ნაწილს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG