Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 2796 ადამიანს, 17 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 17 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 41 684 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2796 შემთხვევა. მათგან 1359 თბილისში. რეგიონებს შორის ყველაზე მეტი - 413 შემთხვევა აჭარაშია.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 6.71%;
  • ბოლო 7 დღის - 7%;
  • ბოლო 14 დღის - 6.73%.

ბოლო დღე-ღამეში 2088-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 17 133 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 450 026 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 148 972.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 413 626 შემთხვევა. მათგან 379 685 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5768 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG