Accessibility links

site logo site logo

„სალამ“-ის საკითხზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო


სასწრაფო დახმარების ექიმის მხრიდან დისკრიმინაციული მოქმედების შესახებ პლატფორმა „სალამ"-ის საჯარო განცხადებაზე რეაგოირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს. ცენტრის პრესსამსახურში, ამ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს, რომელიც შესაბამისმა დეპარტამენტმა დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ფეისბუკის" გვერდზე მოგვითხრო 28 ივლისს საღამოს მომხდარი შემთხვევის შესახებ.

„პლატფორმა „სალამის" ოფისში ერთ-ერთი ჩვენი წევრი შეუძლოდ გახდა. მაშინვე, 18:05 საათზე გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეალობის გათვალისწინებით ერთი საათის და 5 წუთის დაგვიანებით მოვიდა სასწრაფოს დახმარების ბრიგადა, რომელიც მოსვლისთანავე გამოირჩეოდა აგრესიულობითა და არაეთიკურობით, რითაც უხეშად არღვევდა ექიმის პროფესიულ სტანდარტებს, რაზეც ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა შენიშვნა მისცა ექიმებს.

პაციენტის გასინჯვის დროს, ბრიგადის ერთ-ერთმა წევრმა გვკითხა, თუ საიდან ვიყავით, ჩვენი პასუხი, რა თქმა უნდა, იყო, რომ ვიყავით საქართველოს მოქალაქეები და მსგავსი შინაარსის კითხვები იყო არასწორი.

ექიმებმა პაციენტის გასინჯვის მიუხედავად, არ დაგვიტოვეს პაციენტის გასინჯვის ოქმი. ამასთანავე, გარეთ გასვლის შემდეგ, ჩვენს ერთ-ერთ წევრს, რომელიც მათ გარეთ აცილება, ერთ-ერთმა ექიმმა განუცხადა: „თქვენს ქვეყანაში, რომ ჩახვალთ იქ იყავით ასეთი მომთხოვნი ექიმების მიმართ“, - წერს პლატფორმა სალამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG