Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული საგამოძიებო საინფორმაციო ჯგუფის მთავარმა რედაქტორმა რუსეთი დატოვა


საგამოძიებო საინფორმაციო ახალი ამბების გამოცემის, The Project -ის მთავარი რედაქტორი, რომან ბადანინი, Reuters-თან ინტერვიუს დროს ნიუ-იორკში, 27 ივლისი, 2021 წელი.
საგამოძიებო საინფორმაციო ახალი ამბების გამოცემის, The Project -ის მთავარი რედაქტორი, რომან ბადანინი, Reuters-თან ინტერვიუს დროს ნიუ-იორკში, 27 ივლისი, 2021 წელი.

საგამოძიებო საინფორმაციო ახალი ამბების გამოცემის The Project -ის მთავარმა რედაქტორმა რუსეთი დატოვა ისე, რომ უკან დაბრუნება არ აქვს გეგმაში, და ცდილობს მოახდინოს თავისი თანამშრომელების ევაკუაცია მას მერე, რაც გენერალური პროკურორის სამსახურმა მოსკოვში ჯგუფი "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადა. აშშ-ში დარეგისტრირებულმა მედია გამოცემამ გამოაქვეყნა კარგად შესწავლილი და ხანდახან უხერხული გამოძიებების სერია რუსეთის მმართველი ელიტის შესახებ.

რომან ბადანინმა ნიუ-იორკში, Reuters-თან ინტერვიუში, რომელიც 29 ივლისს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ მას არ აქვს რუსეთში დაბრუნების გეგმები თვალმისაწვდომ მომავალში, რადგან მას, შესაძლოა, დაემუქროს სისხლის სამართლის დევნა და 6 წლამდე პატიმრობა ქვეყნის 2015 წლის სადავო კანონის შესაბამისად "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ.

კანონი "არასასურველი" ორგანიზაციების შესახებ, რომელიც 2015 წლის მაისში იქნა მიღებული და მას შემდეგ განახლებული, წარმოადგენს იმ რეგულაციათა სერიების ნაწილს, რომლებიც კრემლის მიერ იქნა წამოწეული და რომლებმაც ზეწოლა მოახდინა ბევრ არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთის წყაროებიდან იღებდნენ - უმთავრესად ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან.

ბადანინმა განაცხადა, რომ ის თავის ოჯახთან ერთად დროებით ნიუ-იორკში იმყოფება და ზუსტად არ იცის, სად დასახლდება. ის საზღვარგარეთ შვებულებაში იმყოფებოდა თავის ცოლთან და შვილებთან ერთად, როცა The Project-ი "არასასურველად" გამოაცხადეს და გამომცემლობის ოფისებში ჩხრეკა მოაწყვეს 15 ივლისს. მან თქვა, რომ მან ადგილზევე გადაწყვიტა, აღარ დაბრუნებულიყო რუსეთში.

XS
SM
MD
LG