Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ორი ავტოავარიის შედეგად


ავღანეთში მინიმუმ 20 ადამიანი დაიხოცა და 18 დაშავდა ორი ავტოავარიის შედეგად, იტყობინება რადიო თავისუფლების ავღანური რედაქცია.

ორივე შემთხვევა მოხდა პროვინცია ლაღმანში, პროვინცია ნანგარჰარისა და დედაქალაქ ქაბულის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, განაცხადა ლაღმანის გუბერნატორის პრესსპიკერმა ასადულა დავლათზაიმ.

დავლათზაის თქმით, 31 ივლისს 12 ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, როცა ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს ყარღაის ოლქში. მისი ინფორმაციით, იმავე რეგიონში გუშინ საღამოს კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, როცა მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა იმავე ავტომაგისტრალზე. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. პოლიციის თანახმად, ავტოავარიები მძღოლთა დაუდევრობის გამო მოხდა.

ავღანეთში ხშირად ხდება ავტოავარიები, რის მიზეზიცაა გზების ცუდი მდგომარეობა, ავტომანქანების გაუმართაობა და მანქანის მართვის დაუდევარი სტილი.

XS
SM
MD
LG