Accessibility links

site logo site logo

გელა ჩარკვიანმა, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემ "ლიტერადან" წიგნები გამოიხმეს


გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის.

ასევე ვახტანგ ჯავახაძესა და ბესიკ ხარანაულთან შეთანხმებით მათ წიგნებს პრემია „ლიტერადან“ ხსნის გამომცემლობა „ინტელექტი“

საბოლოო ჯამში 20-ზე მეტმა ავტორმა გაიხმო თავისი წიგნი კონკურსიდან, მას შემდეგ რაც კულტურის სამინისტრომ ჟურის წევრი თავად დანიშნა.

„ლიტერას” საკონკურსო გრძელ სიაში 70-ზე მეტი წიგნია წარდგენილი, მონაწილეთა უმრავლესობა 50-მდე ადამიანი ხელს აწერს წერილს, რომლითაც მინისტრს იოსებ ჭუმბურიძის ჟიურიდან უკან გახმობას ითხოვენ. პროტესტის ნიშნად პრემია დატოვეს ჟიურის ყველა წევრმა, დარჩა მხოლოდ ჭუმბურიძე.

ამ დრომდე უცნობია კონკურის ბედი და სამინისტროს პასუხის "ლიტერას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. მწერლები მათ მოთხოვნაზე პასუხს ელიან.

მწერლების ნაწილი, რომლებმაც იოსებ ჭუმბურიძისა და თეა წულუკიანის გამო „ლიტერაზე” თქვეს უარი, დარწმუნებულები არიან, რომ მინისტრის მცდელობა, ჩაერიოს დამოუკიდებელ ჟიურიში, არა მხოლოდ ავტორებზე, წიგნის ცენტრსა და მის თანამშრომლებზე თავდასხმაც არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG