ჩეხეთის პოლიციის თანახმად, ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები უკანონო მიგრანტების რიცხვი გაიზარდა 2021 წლის პირველ ექვს თვეში, მათ შორის საქართველოდან. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა praguemorning.cz
პოლიციის მიერ წელს აღმოჩენილ, ჩეხეთში უკანონოდ მცხოვრებთა შორის ყველაზე დიდ ჯგუფს უკრაინელები შეადგენდნენ, და მათ მოსდევდნენ მიგრანტები მოლდოვიდან, ავღანეთიდან, ვიეტნამიდან და საქართველოდან.
მიგრანტთა რაოდენობის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად პოლიცია ასახელებს იმ გარემოებას, რომ გერმანიასა და ავსტრიასთან საზღვრები წელს აღარ იყო სრულად დახურული. ამასთან, ირღვეოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ COVID-19-ის პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემოღებული წესები.
უკანონო მიგრანტთა ყველაზე დიდი წილი პრაღაზე მოდის. უმრავლეს შემთხვევაში ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში შემოდიოდნენ სლოვაკეთთან საზღვრიდან ან შენგენის ზონის შიდა ფრენებით და ჩეხეთიდან გერმანიაში გეგმავდნენ ჩასვლას.