Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პრეზიდენტად არჩეული ულტრაკონსერვატორის, ებრაჰიმ რაისის ინაუგურაცია გაიმართა


3 აგვისტოს დილით ირანის დედაქალაქში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ულტრაკონსერვატორის, 60 წლის ებრაჰიმ რაისის ინაუგურაცია. საზეიმო ცერემონიამდე, მას ირანის სასულიერო ლიდერ აიათოლა ალი ხამანეისგან გადაეცა დადგენილება, რომელშიც საუბარია ებრაჰიმის პრეზიდენტის უფლებამოსილებით აღჭურვის შესახებ.

ირანის ახალი პრეზიდენტი კი ფიცს 5 აგვისტოს ირანის პარლამენტში დადებს და იმავე დღეს საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს.

ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ებრაჰიმ რაისი გამარჯვებულად გამოცხადდა ქვეყანაში 18 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ოფიციალური მონაცემებით, მას მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა.

ირანის უზენაესი საერო და რელიგიური ხელისუფლება ქვეყნის უზენაესი ლიდერის, 82 წლის აიათოლა ალი ხამენეის ხელშია. პრეზიდენტი დე ფაქტო არის მთავრობის მეთაური და ის საერთაშორისო შეთანხმებებს აწერს ხელს.


60 წლის რაისი ულტრაკონსერვატორ პოლიტიკოსად ითვლება. ის კავშირში იყო 1988 წელს ოპოზიციის მასობრივ სიკვდილით დასჯასთან. მაშინ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დახოცეს. ის აშშ-ის სანქციების სიაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG